
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერობის კანდიდატზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.
„ნაადრევია დღეს მერობის კანდიდატზე შეკითხვები. მე მგონი, უხერხული იქნება. პარტიის ფორმატში ეს საკითხები ჯერ არ არის განხილული. როდესაც იქნება დრო, ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.