
"დამშვიდდით, ისინი ჩამოსვლას არ აპირებენ"-აღნიშნა მინისტრმა. შს სამინისტროს ინფორმაციით, პუტინთან დაახლოებულ რუს ბაიკერთა ჯგუფს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2 მაისს, ზემო ლარსიდან ქართველმა მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს 50 რუსი მოტოციკლისტი, ე.წ. ბაიკერები, მათ შორის ისინი, რომლებიც არცერთი კლუბის წევრები არ არიან.
ამის შესახებ «Авто Mail.Ru»-ს რუსმა ბაიკერებმა უთხრეს და საზღვართან დარტყმული შტამპიც წარუდგინეს, ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტროც ადასტურებს.