
აჭარაში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.
ავარია გონიოში დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ ავტომობილში მჯდომი ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. მეორე ავტომობილის მძღოლი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
საგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მიმდინარეობს გამოძიება.