
შს სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გ.მ. ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე მუხლითაა
დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს.
შსს-ში სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ. გ. მ. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ღამით გაათავისუფლეს, თუმცა დღეს ისევ დააკავეს.