ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. წაღებულია ოთხი პერსონალური კომპიუტერი. - ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
როგორც ბოტანიკური ბაღის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, სამსახურში მისვლის დროს ადმინისტრაციის შენობა გაქურდული დახვდა.
როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.