პრეზიდენტი: არაფრის დიდებით არ ვივაჭრებ კონსტიტუციით და მე არც არავის არ შევეკვრები  

Image

მე არც არავის არ შევეკვრები და არაფრის დიდებით არ ვივაჭრებ კონსტიტუციით- ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში, ახალციხის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.  

 

პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონსტიტუციის პროექტი ხელმოწერილია მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი არღვევსსამართლიანი საარჩევნო სისტემის პრინციპებს. 

 

„სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი შექმნილია, ხელმოწერილია კონსესუსის გარეშე. ალბათ იცით და სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც შედიოდა კომისიაში დატოვა კომისიის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი. წესი, რომლის მიმართაც პოლიტიკურმა პარტიებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება და წესი, რომელიც შინაარსობრივად არის სამწუხაროდ არის აცდენილი სამართლიანი არჩევნების ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.  

 

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის არჩევის წესსაც შეეხო და თქვა, რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება მოსახლეობას გაუგებარი მიზეზებით ერთმევა.

 

„გაუგებარი მიზეზით ერთმევა პრეზიდენტის არჩევის უფლება ამომრჩეველს და მომავალი ვერსიით პრეზიდენტს აირჩევენ გარკვეული ხმოსნები. ძალიან ნათლად მინდა გითხრათ, არასდროს კონკრეტულად მე არც არავის არ შევეკვრები და არაფრის დიდებით არ ვივაჭრებ კონსტიტუციით. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციების შემკრები,“ -აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !