სესიაშვილის შვილის საქმე-"რუსთავი2" სუს-სა და შსს-ს შორის მიმოწერის ამსახველ დოკუმენტებს ასაჯაროებს 

Image

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2", სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შემდგარი მიმოწერის ამსახველ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილს ეხება.

 

ექსკლუზიური დოკუმენტების მიხედვით, 2015 წლის 5 მარტს შს სამინისტროში შევიდა შეტყობინება მოქალაქე ჯანო ბერაიასგან იმის თაობაზე, რომ თბილისში, სიონის ქუჩა ნომერ 13-თან გაჩერებული ავტომანქანიდან მოიპარეს მისი მეგობრის, თამარ წილოსანის ხელჩანთა. მომხდარ ფაქტზე იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.

 

ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის შვილის, 20 წლის დავით სესიაშვილის დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს-მა დასანიშნი კანდიდატის, დავით სესიაშვილის სტანდარტული შემოწმების ფარგლებში, მისი თითის ანაბეჭდების დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა.

 

ამ ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები 2015 წლის 5 მარტს თბილისში, თამარ წილოსანის ხელჩანთის ქურდობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების დროს, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდების იდენტურია.

 

„გაცნობებთ, რომ შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, ექსპერტიზის სამმართველოს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილებაში, 2017 წლის 2 თებერვალს განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისაღები კანდიდატის 1997 წლის 29 იანვარს დაბადებული დავით ირაკლის ძე სესიაშვილის დაქტილოსკოპირება.

 

ჩატარებული დაქტილოსკოპიური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დავით ირაკლის ძე სესიაშვილის ხელის ანაბეჭდი იდენტურია 2015 წლის 5 მარტს ქალაქ თბილისში სიონის ქუჩა 13-თან ავტომანქანიდან ჩანთის ქურდობის ფაქტზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის ორი კვალის,“ - წერია დოკუმენტში.

 

2017 წლის 24 თებერვალს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის, გიორგი ხაჟალიას მიერ ხელმოწერილ წერილში ნათქვამია, რომ ამ საქმეზე დავით სესიაშვილი დაკითხული იყო მოწმის სახით.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !