
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში, მორიგი ხის გადატანის პროცესმა, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე პრობლემები შექმნა.
დღეს გამთენიისას გზის ამ მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები იყო.
ბობოყვათის მონაკვეთთან გზა 40 წუთით გადაიკეტა. სეკვოიას ხე ზღვის სანაპირომდე მიიტანეს, სადაც მას ბარჟაზე განათავსებენ და შეკვეთილში გადაიტანენ.