საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი,არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, ,,ქრონიკა+"-ის რედაქტორი ელისო კილაძე პროკურატურის დაცვის პროგრამაში უნდა ჩასვას.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ძალოვან სტრუქტურებზე მიზანმიმართული თავდასხმა მიმდინარეობს და არ გამორიცხავს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ან რომელიმე სხვა "დესტრუქციულმა ძალამ" ელისო კილაძის წინააღმდეგ რაიმე სახის პროვოკაცია დაგეგმონ და ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის, იოსებ გოგაშვილი დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ.