
სოფელ ჯიმითში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეოთხე კლასელი მოსწავლე გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა გოგონა სკოლასთან გზის გადაკვეთას ცდილობდა.
ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება გურჯაანის პოლიციამ დაიწყო.