სტამბოლში მიკროავტობუსში აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს სტუდენტები გადაჰყავდა. ერთ-ერთი ვერსიით, მანქანაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.