გორის რაიონის სოფელ აძვიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ელდარ გუნდიშვილი თავისუფალია,ინფორმაციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ ინფორმაციას ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის განაპირას, შეიარაღებულმა პირებმა 70 წლის ელდარ გუნდიშვილი დააკავეს.
გუნდიშვილი თანასოფლელებთან ერთად, სოფლის განაპირას, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და დააკავეს.
თვითმხილველების განცხადებით, ე.წ. მესაზღვრეები გუნდიშვილთან ერთად სოფელ აძვის სხვა მცხოვრებლების დაკავებასაც შეეცადნენ, თუმცა, მათ გამოქცევა შეძლეს.