-
2017-04-26 16:35
,,ნაციონალური მოძრაობის“ სკანდალურ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილი სისხლის სამართლის დანაშაულშია ეჭვმიტანილი და ამის მიუხედავად მან სუსში მუშაობა დაიწყო სესიაშვილი პასუხობს.
როგორც მან ,,ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ეს მის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიაა და მისი შვილი სწავლაზეა ორიენტირებული.
"აქ შემთხვევასთან და ფაქტთან არა გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს ჩვეულებრივ სიბინძურესთან. რა ხასიათიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ზუსტად ის აშკარა გამოვლინებაა ამ შემთხვევაში ეს ცილისწამება.
ჩემი შვილი არის უწესიერესი, განათლებაზე, სწავლაზე, პრფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. 1 თვის წინ მართლაც დაიწყო სუს-ში მუშაობა 6 თვიანი ხელშეკრულებით იმის გამო, რომ მას აქვს ინტერესი, რომ ამ მიმართულებით განვითარდეს, რისი უფლებაც მას აქვს. და სავარაუდოდ სწორედ იმის დემონსტრირებისათვის, რომ ჩემი შვილი მუშაობს და ეს სიმართლეა, ამას ნაციონალურმა მოძრაობამ მიაბა ტყუილი, რომ საზოგადოებაში რაღაცა უარყოფითი განწყობები ჩამოაყალიბოს ჩემს წინააღმდეგ..." აცხადებს სესიაშვილი.