
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცლებს.
გადაწყვეტილების ამოქმედებამდე დარჩენილია განხილვა ევროკავშირის მინისტრების დონეზე, რომელიც 11 მაისისთვის არის ჩანიშნული.
დღევანდელ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უკრაინისთვის ევროპის კარი ღიაა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა უკრაინისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის დაწესებას მხარი 6 აპრილს დაუჭირა.