
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. საქმე ეხება 11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის დაპირისპირებას. დაკავებულებს არეულობის ორგანიზება ედებათ ბრალად.
ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.