
გლდანის მეოთხე მიკრორაიონში 40 წლის მირანდა ვაჩეიშვილი მოკლული იპოვეს.
მკვლელი მისი ყოფილი მეუღლეა, რომელიც უკვე დაკავებულია და დანაშაულიც აღიარა.მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
ახლობლების ინფორმაციით, ვაჩეიშვილმა პოლიციას არაერთხელ მიმართა, რადგან ყოფილი ქმარი გამუდმებით ემუქრებოდა მასაც და შვილებსაც. ერთხელ მათი ბენზინი გადაასხა და დაწვაც სცადა.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მისი და მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, აღმკვეთ ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ადვოკატი ვარაუდობს, რომ ჯანაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.