კობახიძე: კონსტიტუციაში უამრავი ტექნიკური ხარვეზია , მათ შორის გრამატიკულიც

Image

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიას რამდენიმე ძირითადი საქმე დაუსახა და ყველა შესრულებულია.

 

კობახიძის განცხადებით, კონსტიტუცია უნდა იყოს გამართული, არსებულ რედაქციაში კი ბევრი ტექნიკური ხარვეზია, მათ შორის გრამატიკული და 

”დაახლოებით 4 თვის განმავლობაში წარიმართა პროცესი საკონსტიტუციო კომისიაში, რომლის საფუძველზეც მომზადდა კონსტიტუციური კანონის პროექტი და ამ პროექტის საფუძველზე შედის ცვლილებები როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით ქვეყნის ძირითად კანონში.

 

პარლამენტმა კომისიას ორი ძირითადი საქმე დაუსახა - ერთი ამოცანა იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. დღეს ეს შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ არის, გვაქვს მთელი რიგი ნორმები, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის განსაკუთრებით ხელისუფლების განაწილების პრინციპს. ეს დასკვნა არის ხაზგასმით გამოყოფილი ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც 2010 წელს დადო ამ ორგანომ. მეორე ამოცანაა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ და სრულყოფილ განვითარებას. ეს ორი ამოცანა ვფიქრობთ, რომ არის შესრულებული კომისიის მიერ.

 

გარდა ამ ორი ამოცანისა, კიდევ ერთ ამოცანას გამოვყოფდი, ეს არის კონსტიტუციის ტექნიკური დახვეწა. კონსტიტუცია უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამ ამოცანას მოქმედი დოკუმენტი არ ასრულებს. გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს უამრავი ტექნიკური ხარვეზიც, მათ შორის გრამატიკულიც. მუხლების დასათაურებაც კი შეუძლებელი იყო, იმდენად არეული იყო სტრუქტურა”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ . 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?