
ოპოზიციური პარტიები კანონპროექტებზე მსჯელობისთვისაც არ არიან მომწიფებული- ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
საქმე ეხება საარჩევნო კოდექსთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას.
“გარდა იმისა, რომ ხარვეზები აქვთ სათაურებში, თვითონ წინადადებაც აბსურდულია. აქ არის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ გაგრძელდეს განხილვის ვადა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც ჩაერთოს ამ განხილვაში. ეს მოთხოვნა გასაზიარებელი არ არის.
ეს ყველაფერი მეტყველებს, რამდენად არის მომწიფებული კონკრეტულად ეს თუ ის პარტია იმისთვის, რომ თუნდაც კანონპროექტებთან დაკავშირებით იმსჯელონ - გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.