
„დამკვეთი უნდა გამოვლინდეს, თუმცა ეს ძალიან რთულად წარმომიდგენია,“ - შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის განცხადებით, გამოძიება მასზე თავდასხმის ფაქტზე სათანადოდ არ მუშაობს.
დაცვის მხარემ ბარნოვის ქუჩის ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვნისა და კავშირგამბულობის ანძების გადამოწმების შუამდგომლობა დააყენა. ხვედელიძე კი აცხადებს, რომ ეს ადვოკატის შუამდგომლობის გარეშეც უნდა მომხდარიყო.
„ამდენი ხნის განმავლობაშიც უნდა გაკეთებულიყო ის, რაც ჩემმა ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს, მაგრამ ვნახოთ, ჯერ არც ძალიან დაგვიანებული არაა და ვნახოთ აბა ამ შუამდგომლობიდან გამომდინარე ისინი რას ამოიღებენ და როგორ წავა პროცესი,“ - განაცხადა გელა ხვედელიძემ.