
რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ,ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულები. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
ადგილზე გამოძახებულია რუსთავის სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც რუსთავის სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს, ადგილზე სამი ეკიპაჟი გავიდა.