-
2017-04-11 18:21
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ,,დელტას" ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაბრუნებასა და ამ საკითხის ირგვლივ მოქმედი თავდაცვის მინისტრის განცხადებებს ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
,,დელტას" ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან ხიდაშელის მინისტრობის დროს გათავისუფლდა, ხიდაშელი ამბობს, რომ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ ძოძუაშვილის გათავისუფლებისას ადგილი ჰქონდა დარღვევებს.
ხიდაშელი ამბობს, რომ სამინისტრო თავად მოურიგდა ძოძუაშვილს.
,,საქმე პროკურატურაში უნდა გაგზავნილიყო. ტყუილია მინისტრის მტკიცება, რომ სასამართლომ დაადგინა დარღვევები. სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილება არ არსებობს. ვერც იარსებებს, იმიტომ რომ მორიგება შედგა. ანუ სამინისტრომ თავად აღიარა დარღვევა და შეუთანხმდა ამ პირს. ამაში პრობლემა არაფერია თავისთავად, ბატონ იზორიას შეუძლია ვისაც უნდა იმას მოურიგდეს ან გაურიგდეს, ეს მისი პრეროგატივაა, უბრალოდ ტყუილის თქმა არ არის საჭირო ამ გზაზე. სულ ეს არის. დელტას ხელმძღვანელი საკითხი ბოლოს იმიტომ დავწერე, რომ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ ყველაფრიდან რაც დღეს კომიტეტზე თქმულა. და თქვენ რომ არ გეკითხათ არც კი მივაქცევდი ყურადღებას."- წერს ხიდაშელი.