
ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარე პროცესებზე ჩვენი პასუხი არის სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება-
ეს განცხადება, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. იზორია ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და თქვა, რომ არსებული ვითარება დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის.
“ბუნებრივია, ეს არის ჩვენი დიდი გამოწვევა. აბსოლუტურად ვიზიარებ ამ შეფასებას. ეს არ არის მხოლოდ თავდაცვის უწყების შეფასება. ეს არის ყველა პატრიოტი ქართველის შეფასება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამოხატულება, როდესაც ამ დიდ გამოწვევებს ერთად უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე და ჩვენი ამოცანა არის ჩვენი სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება.
სწორედ აღნიშნული სიძლიერე ამცირებს პოტენციური აგრესორის თავდასხმის რისკებს. ჩვენი სიძლიერე არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება და აგრესიის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.