
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სასამართლომ დაადასტურა, რომ “დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.
იზორია ამბობს, რომ როცა საქმეს თავად გაეცნო ჩამოუყალიბდა ,,შინაგანი რწმენა“, რომ ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს , რაც მისი თქმით, სასამართლომაც დაადასტურა.
“სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ჩვენ ვემორჩილებით, დასტურდება, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გარკვეულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი - მისი გათავისუფლება თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ბრძანებით მოხდა. პირადადაც დავინტერესდი იმ პროცედურებით, თუ როგორ მოხდა მისი გათავისუფლება - ჩამომიყალიბდა შინაგანი რწმენა და ეს რწმენა სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამყარა, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს.
ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილეთ და უკვე ჩემი ბრძანებით აღნიშნული პიროვნება აღდგენილი იქნება სამხედრო-ტექნიკური ცენტრის “დელტას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად“, - განაცხადა იზორიამ.