-
2017-04-10 19:04
მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ, შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" ავრცელებს.
დეკანოზის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა ექიმებისა და ციხის ადმინისტრაციის თხოვნით შეწყვიტა. დეკანოზი გიორგი მამალაძე გადასხმებს იკეთებს.
გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძის გადაწყვეტილებაზე იმ ინფორმაციამაც იმოქმედა, რომ მას საპატრიარქოს წარმომადგენლები მოინახულებენ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მღვდელმსახური დღეს დეკანოზს მოინახულებს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38