
მკვლელობა ოკუპირებულ აფხაზეთში. გალის რაიონის სოფელ სიდაში ცოლ-ქმარი სოფო და გია წურწუმიები მოკლეს.
მათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ ეზოში ესროლეს. მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად თანხის გამოძალვა სახელდება.
ცოლ-ქმრის ცხედრები გალის პროზექტურაშია გადასვენებული.
გარდაცვლილთა ახლობლების ინფორმაციით, ცნობილია დამნაშავის ვინაობაც. მათი თქმით, სავარაუდო მკვლელი ადგილობრივია და მისი სახელის თქმა გარდაცვალებამდე მოასწრო გია წურწუმიამ.
შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მილიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეს უკვე ეძებენ.