-
2017-04-06 20:06
დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ. მატროსოვის ციხეში მისი ადვოკატები შევიდნენ. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ბრალდებულთან შეხვედრის მთავარი მიზანი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგებაა.
"აქ მოსვლის მთავარი მიზანი არის ის, რომ გავიგო მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა წავიდა სასწრაფო და, იმედია, ამით მამა გიორგი არ წაიყვანეს. ადვოკატები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით, რომ მას შიმშილობა დაეწყო, რადგან სულ ვამბობდი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ეს კატეგორიულად მიუღებელია.
ასევე მოვედი იმისთვის, რომ დავგეგმოთ სამართლებრივი ღონისძიებები, რომელსაც ის აპირებს. მამა გიორგი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, პროკურატურაში მისი ოჯახისთვის უსაფრთხოების მოხსნის საკითხი დააყენოს. შესაძლოას იმიტომ ვამბობ, რომ ეს იქნება მისი მხრიდან, როგორც თვითონ ამბობს, მსხვერპლზე წასვლა“,- განაცხადა ფანცულაიამ.
ბრალდებულ დეკანოზთან ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენელიც მივიდა.