
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პლენარულ სხდომაზე გაამახვილეს ყურადღება არის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პრობლემები ამ კუთხით ბევრია და ვითარება სავალალო.
ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო ვალი მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში 44%-ს შეადგენს, რაც მისი თქმით, შევარდნაძის დროინდელ მაჩვენებელზე მაღალია.
„სამთავრობო ვალის თვალსაზრისით გადავაჭარბეთ წელს იმ მონაცემს, რაც შევარდნაძემ დატოვა 2003 წელს. 2003 წელს მთლიან ეკონომიკასთან მიმართებაში სამთავრობო ვალი იყო 43 % და 2017 წელს ეს არის 44 % ანუ მომავალ თაობებს, მოქალაქეებს მოუწევთ იმ ფულის გადახდა, რასაც დღეს თქვენ ბიუჯეტიდან უყაირათოდ ფლანგავთ”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.