ბიბილაშვილი:ივანიშვილი ყველაზე დიდი ბოროტმოქმედია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს ახსოვს

Image

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და "რუსთავი 2-ის" ადვოკატი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში "რუსთავი 2-ის" საქმეში უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სასამართლოც ისევე გააუქმა, როგორც მთავრობა, პარლამენტი და საკონსტიტუციო სასამართლო.

 

"გავეცანი "რუსთავი 2-ის" საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებას, რომელიც დიდმა პალატამ ერთ დღეში, ერთხმად მიიღო.

აი, „ნოვატორული“ გადაწყვეტილება თუ გნებავსთ, ესაა. სად მოვა ამასთან წულუკიანის მიერ მოწონებული ურთმელიძის ნოვატორობა?

 

გადაწყვეტილებაში აღმოჩენილი ზეაბსურდული დეტალების ჩამოწერას არ დავიწყებ - იმდენია და ისეთი გამაოგნებელი, რომ მათი სათითაოდ ჩამოთვლა / გარჩევა მხოლოდ გააუფასურებს თითოეული მათგანის უკანონობისა და უტიფრობის ხარისხს.

 

მთლიანობაში, დასკვნა ერთია: დღეს საქართველოში სასამართლო არათუ დამოუკიდებელი არაა, არამედ საერთოდ აღარ არსებობს. ივანიშვილმა სასამართლოც გააუქმა, ისევე, როგორც მთავრობა, პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს აუქმებს ახლა.

 

სტრასბურგის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაც, რომელმაც პირველად თავისი არსებობის ისტორიაში შეაჩერა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მსგავს შემთხვევაში, ზუსტად იგივეს - ანუ ქვეყანაში მართლმსაჯულების არარსებობას - ადასტურებს. 

 

ამ პროცესის მსვლელობისას, ივანიშვილმა ტალახში ათრია და გასვარა ყველა, ვინც ამ საქმეს შეეხო და, ამით, საკუთარი დანაშაულების - მათ შორის, ჩემი ღრმა რწმენით, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის - უშუალო თანამონაწილე გახადა.

 

ეს კაცი ყველაზე დიდი ბოროტმოქმედია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს ახსოვს. თითოეული წესიერი, კანონმორჩილი, თავისუფლებისმოყვარე მოქალაქის პირადი მტერი",- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?