
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს ინფორმაციით, 25 მარტს საქართველოში ვიქტორ იანუკოვიჩის დროინდელი მაღალჩინოსანი, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს.
„დღეს, საქართველოს თემიდამ იგორ კირიუშინის 90 დღით დაკავებაზე გადაწყვეტილება მიიღო, რათა მისი უკრაინაში ექსტრადირების საკითხი გადაწყდეს გმადლობთ მეგობრებო“ - წერს უკრაინის გენერალური პროკურორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.