
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ დაკავებული დეკანოზი აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შემთხვევაში ან მიიმალება ან მოწმეებთან გარიგებაში შევა.
”მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ მიჰყიდა ბრალდებულს ციანიდი და იარაღი, შესაბამისად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული ფარულ გარიგებაში შევა უკვე დაკითხულ და მომავალში დასაკითხ პირებთან. ასევე შეეცდება მიმალვას, ვინაიდან გვაქვს დოკუმენტაცია საზღვარგარეთ მის კავშირებზე”, - განაცხადა პროკურორმა.