სააკაშვილი: როცა ვამბობდი, მოვა დრო და ევროპაში ვიზები აღარ დაგვჭირდება-მეთქი, "ინტელიგენტებმა" გიჟად გამომაცხადეს 

Image

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი ეხმაურება და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:

 

"1996 წელს ქართული და რუსული ინტელიგენციის შეხვედრაზე თელავში მივედი, როგორც ახალგაზრდა პარლამენტარი და დავურღვიე იდილია, როდესაც ვუთხარი, რომ მალე მოვიდოდა დრო, რუსეთში ვიზები დაგვჭირდებოდა, ევროპაში კი უვიზოდ ვივლიდით. მაშინ, იქ შეკრებილმა ქართველმა "ინტელიგენტებმა" გიჟად გამომაცხადეს, არაუშავს, მას შემდეგ ეს ეპითეტი, ჩემი მისამართით, ბევრჯერ მომისმენია და აღარც ვრეაგირებდი.

 

როდესაც თურქ ქართველებს, ვინც ქართული იცოდა და საქართველო უყვარდა, მოქალაქეობას ვანიჭებდი, ვეუბნებოდი, რომ ჩვენ თურქეთზე ადრე გვექნებოდა უვიზო მიმოსვლა. ქუთაისის აეროპორტიც ამიტომ აშენდა და არ დაგვცალდა, თორემ გურიაში, სოფელ მერიაშიც ვაპირებდით ორჯერ დიდი აეროპორტის აშენებას და მისი ავტობანით დაკავშირებას ბათუმთან, ფოთთან და ლაზიკასთან.

 

დღეს მე, ჩემი პასპორტით, ისევ მჭირდება ვიზა, რადგან ეს პასპორტი უკრაინულია, მაგრამ ჩემი ქართული გული კმაყოფილი, ამაყი და გახარებულია. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ სიხარულს განგაშის გრძნობა ახლავს თან, თუ საქართველოში სხვა ხელისუფლება არ მოვიდა, ჩვენ გვემუქრება ასობით ათასი შრომისუნარიანი, ნიჭიერი ქართველის დაკარგვა, ვინაიდან უპერსპექტივობა წარმოშობს ემიგრაციას და უვიზო მიმოსვლა სხვა ქვეყნებში გადახვეწას აადვილებს. თუ ეს საკითხი დროზე მოვაგვარეთ, ვივლით, როგორც წარმატებული ქვეყნის ამაყი შვილები ტურისტებად, სასწავლებლად და ყოველთვის დავბრუნდებით საკუთარ სამშობლოში, რადგან რაც არ უნდა იყოს, საქართველოს ვერასდროს წაიღებენ თან." წერს მიხეილ სააკაშვილი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?