
მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
როგორც მოსამართლემ განმარტა არსებობს როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები იმისა, რომ ბრალდებულმა მტკიცებულებების მოპოვებას ხელი შეუშალოს. ასევე მისი თქმით, არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხეები.
დაცვის მხარე ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა.