საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს „სხვა უკრაინა“-ს წამყვანი იქნება.
„ჩვენ ტელეარხ Zik-ზე „სხვა უკრაინის“ პირველი პროგრამა ჩავწერეთ და ის ძალიან მწვავე გამოვიდა. ყოველ კვირას ამ გადაცემაში ისეთ უკრაინას დაგანახებთ, რომელსაც არც ერთი სხვა არხი არ აჩვენებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.