ე.წ ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების თაობაზე.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის გადაყწვეტილებით, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.
პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა, რის საფუძვლადაც საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაასახელა.