-
2017-03-28 21:25
შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობა ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით შეუძლიათ.
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი - ასევ არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია - და კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია; გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.