ე.წ. ციანიდის საქმეზე ოთხი სასულიერო პირი დაკითხეს

Image

ე.წ. ციანიდის საქმეზე სასულიერო პირები დაიკითხნენ. პროკურატურამ დაკითხა , მეუფე იაკობი, მამა მიქაელ ბოტკოველი, მამა დავით ჭინჭარაული და მეუფე თეოდორე ჭუაძე. ინფორმაცის საპატრიარქოში ადასტურებენ.

 

 

”სინოდის წევრები, რომლებსაც გარკვეულწილად ინფორმაცია გააჩნდათ ციანიდის საქმეზე და დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში, დაკითხულები არიან. თუ არ ვცდები დაკითხული უნდა იყოს მეუფე იაკობი, ასევე მამა მიქაელ ბოტკოველი, მეუფე თეოდორე (ჭუაძე). ეკლესია თანამშრომლობს გამოძიებასთან. არ გვაქვს საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ გამოძიებაში და იმ მტკიცებულებებში, რომელიც გავრცელდა”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

 

საპატრიარქოს იურისტის თქმით, დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნა, წმინდა სინოდის წევრების წინასწარი გამოძიების მსვლელობისას გამოკითხვის თაობაზე, იმ შავ პიარს ემსახურებოდა, რომელიც ეკლესიის მიმართაა აგორებული. მისივე თქმით, 23 მღვდელმთავრის დაკითხვის მოთხოვნა, რომლებსაც მამა გიორგის საქმიანობასთან არავითარი შეხება არ ჰქონია, აბსურდულია.

 

”შავ პიარს ემსახურებიან და იმ წამქეზებლების და იმ ჯგუფის ინტერესებს, ვინც მამა გიორგი მამალაძე შეცდომაში შეიყვანა. თუნდაც იმ უსაფუძვლო, ერთმანეთის გამომრიცხავ ვერსიებს ასწავლიან და ვერ ასწავლეს, ან ვერ ათქმევინეს. ვინ შეიყვანა შეცდომაში, თვითონ მამა გიორგი მამალაძემ კარგად იცის. მე ეს ინფორმაცია და ეჭვი გამაჩნია”, - განაცხადა ქარჩავამ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !