-
2017-03-22 16:09
პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს.
გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისათვის აქვს ორი ძირითადი შეთავაზება: პირველი ითვალისწინებს იმას, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება. მეორე წინადადება არის ის, რომ სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისათვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები არ გაიზიარა. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ვეტოს დაძლევით საპარლამენტო უმრავლესობა ივანიშვილის დაკვეთას კიდევ ერთხელ შეასრულებს.
ამ დრომდე სესიის დასაწყებად კვორუმი არ შეიკრიბა. განხილვა ცოტა ხნის წინ დაიწყო.