-
2017-03-22 16:06
ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები, პროკურატურას დღეს საჩივრით მიმართავენ.
დაზარალებულები გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან მომხდარი ინციდენტის შესწავლას მოითხოვენ.
მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რაც დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ კარავი გაშალეს. პოლიციამ მათ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის საშუალება არ მისცა.
პარალელურად დღეს სამ საათზე მოვაჭრეების მიერ მთავრობისთვის მიცემული 24 საათიანი ვადა ამოიწურა. დაზარალებული მოვაჭრეები პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე ორი კვირაა შიმშილობენ. ნაწილი კი შიმშილობას ბავშვთა სამყაროს დამწვარ შენობასთან აგრძელებს.