
"არა ჩადებას!" - ამ მოწოდებით ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები ნარკოტიკული საშუალებების ჩადებით მოქალაქეების დაკავებებს გააპროტესტებენ და ჯიბეებს ამოიკერავენ.
დღევანდელ აქციაზე იმყოფება პრეზიდენტის შვილიც.