
,,მე ვფიქრობ, რომ სრულიად აღრევა მოხდება კონსტიტუციური პრინციპების თუ კი არ გაიმიჯნა ფუნქციები, რა არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე, რა არის პრეზიდენტის და რას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო, “-აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოსა და მოტივირებულ შენიშვნებზე საუბრისას.
,,ასეთ დავალებებს კანონმდებლები არავისგან უნდა ვიღებდეთ. მე, პრინციპულად მიმაჩნია, რომ პარლამენტმა, რომელიც დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობითაა წარმოდგენილი და იღებს პასუხისმგებლობას მიღებულ კანონზე, საკონსტიტუციო სასამართლო ამოწმებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხებს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა დაგვიწეროს ჩვენ მოდელი.
მაშინ სრულიად აღრევა მოხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის, საკანონმდებლო ფუნქციაში. ძალიან პრინციპული საკითხია, რომ შენიშვნები კანონების კონსტიტუციურ ჭრილში განხილვას ეხებოდეს და არა იმას, კონკრეტული სააგენტო რომელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის ქვეშ იქნება. ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხებზე ვეტოს გამოყენების უფლება ეს არის პრინციპულად არასწორი გაგება ამ პოლიტიკური მოვლენების. ამიტომ ალბათ საჭიროა რომ ყველაფერი გააზრებული იყოს. შესაბამისად ასეთ არგუმენტებს ვერ გავიზიარებთ“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.