
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი კოლეგებს მიმართავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების კანონზე დადებულ ვეტოს გულისყურით არ მოეკიდნონ.
მისი თქმით, პრეზიდენტის გამოყენებული ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის.
"ჩემს კოლეგებს მინდა ვთხოვო, ვეტოს მაინცდამაინც დიდი გულისყურით ნუ მოეკიდებით, იმიტომ რომ ეს ვეტო დაადო გიორგი მარგველაშვილმა, ჩვენმა პრეზიდეტმა. ეს ის პრეზიდენტი და ის ინსტიტუტია, რომელიც წარადგენს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს, იღებს პასუხისმგებლობას და მერე მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ემიჯნება. შესაბამისად, მისი ვეტო ყოველთვის არის ვეტო ვეტოსთვის და მოკლებულია ყოველგვარ შინაარსს",- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.