
გუშინ საღამოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენზინგასამართი სადგურის ოფისში სამი ნიღბიანი შეიჭრა.
თავდამსხმელებმა 1300 ლარი გაიტაცეს და ოპერატორს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.