სამადაშვილი:პრემიერმა გამოძიებას პირდაპირ დაკვეთა მისცა

Image

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა საგამოძიებო ორგანოებს კამერების თვალწინ დაკვეთა მისცა და მიანიშნა სად უნდა მივიდეს გამოძიების შედეგი. სამადაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

 

 

„ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი კამერების თვალწინ, მთელი საზოგადოების თვალწინ დაკვეთას აძლევს იმ ორგანოებს, რომლებმაც უნდა ჩაატარონ გამოძიება და პირდაპირ მიანიშნებს, სად უნდა მივიდეს გამოძიების შედეგები, აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არც დამოუკიდებელი სასამართლო არსებობს, ასევე, არ არსებობს არც არანაირი სანდო დამოუკიდებელი საგამოძიებო პროცესი.

 

ხელისუფლება, როგორც ჩანს, ყველა მოვლენას ამ ქვეყანაში გამოიყენებს ძირითად ოპოზიციურ ძალაზე თავდასხმის და ძირითადი ოპოზიციური ძალის შევიწროების მიზნით, იმიტომ რომ რეალურად დღეს დემოკრატიის შენარჩუნების წითელი ხაზი გადის „რუსთავი 2“-ის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელიც დარჩა ქვეყანაში ერთადერთ ქმედით ოპოზიციურ ძალად.

 

ჩემთვის გასაგებია, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევს იქიდან, რომ რაც შეიძლება ძლიერი დარტყმა მიაყენოს ჩვენს პარტიას, თუმცა ეს მათ არ გაუვათ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი დასრულდება კიდევ ერთხელ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვით, რომელიც ხელისუფლებას დარჩება საკუთარი განცხადების შედეგად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?