
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 11 მარტის ღამეს მოწყობილი არეულობის გამო დაკავებული 40 ადამიანიდან, 7-ის გარდა, ყველა ხელწერილით გაათავისუფლეს.
7 დაკავებულ კი 5 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გათავისუფლებულების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მაინც გრძელდება და ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე სხვა პირებს დაკავების მიზნით, მიმდინარეობს ამოცნობის სამუშაოები.