
დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკონსტიტუციო ცვლილებების მასშტაბური განხილვა გაიმართება . ღონისძიებაზე 170 სტუმარია მიწვეული, თუმცა, ცნობილია, რომ კონსულტაციებს არ დაესწრება საპარლამენტო უმრავლესობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ინიციატივას წარმოდგენა უწოდა და განცხადა, რომ ამ დროს დეპუტატები სესიაზე უნდა იყვნენ.
”ჩვენ ვიწყებთ, კამპანიას კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით, საერთო სახალხო ჩართულობის უზრუნველსაყოფად. სიტყვით გამოვა პრეზიდენტი, რომელიც კამპანიის მიზნებზე ისაუბრებს და შემდეგ უკვე იქნება კონკრეტული ნაბიჯების პრეზენტაცია. ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს. დაინტერესება ძალიან დიდია, ჩართულობა ძალიან დიდია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებულად ჩაივლის ეს კამპანია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს სპიკერმა ეკა მიშველაძემ.