-
2017-03-09 14:23
უცნაური სიხარული და ნიშნის მოგება, რომელიც შეინიშნება ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში მომავალ თვეში დასრულდება,- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
თალაკვაძემ რუსთავი2-ის საკითხთან და სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უცნაური განცხადება გააკეთა, მან სიხარულზე ნიშნისმოგებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს გაცილებით კარგი მდგომარეობა ვიდრე საქართველოს არაკეთილმოსურნეებს ჰგონიათ, გვაქვს 5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც შეეხება უცნაურ სიხარულს და ნიშნის მოგებას, რომელიც შეინიშნება ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოლიტიკაში, შეინიშნება გარკვეულ ჯგუფებს შორის მერწმუნეთ, რომ მომავალ თვეში ეს ყველაფერი დასრულდება და ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას იმ ტემპებით რა ტემპებიც 2017 წლის იანვარში უკვე ცალსახად ნათელი იყო.
მომავალ თვეში იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ეს არის ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, ასევე უვიზო რეჟიმი შედის ძალაში და წინ გველოდება ძალიან დატვირთული ტურისტული სეზონი, რომელსაც ახლავს ბუნებრივია ახალი ეკონომიკური სტიმულები,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.