-
2017-03-01 18:52
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს ხელი მოეწერა. დოკუმენტზე ხელმოწერა ევროპარლამენტში თბილისის დროით 17:00 საათზე შედგა.
ამ ხელმოწერიდან 20 დღეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში, უვიზო , მოკლევადიან გადაადგილებას შეძლებენ.
ხელმოწერას საქართველოს დიპლომატიური მისია და საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო.
დოკუმენტს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს ხელი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29
-
2016-05-29 11:46