ტამანგო, რომელსაც სიყვარულის სუნი ასდის

Image

„იხარეთ და იბედნიერეთ ყველა პლანეტასთან ერთად“ - ეს ის ნაცნობი სიტყვებია,რომელსაც დამწყები მსახიობი ყველაზე ხშირად იყენებს. ტამანგო ჯღერია - ასე ჰქვია პოზიტიურ და მხიარულ ბიჭს გალიდან.

 

რატომ მაინც და მაინც ტამანგო? ! ისტორია ისეთივე საინტერესოა,როგორც მისი სახელი. ტამანგოს ქალთა დღეს 8 მარტს 19 წელი უსრულდება. ფიქრობს,რომ დედისათვის ამაზე უკეთესი საჩუქრის გაკეთება წარმოუდგენელი იქნებოდა. ყურადღების ცენტრში ყოფნა და სცენაზე თამაში ბავშვობიდანვე ხიბლავდა. ამ სურვილმა გადააწყვეტინა ახალგაზრდა ყმაწვილს თეატრალურ სტუდია „პიეროში“ ქასთინგზე მისვლა,რომელიც წარმატებით გაიარა.

 

დამწყები მსახიობი 2017 წლის ნიჭიერის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ. მის მიერ შესრულებულმა ფეხების სახალისო თეატრალურმა დადგმამ დარბაზი მაშინვე აიყოლია და ჟიურის მხრიდან ოთხი კიც დაიმსახურა. თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს,თუმცა ცდილობს ყურადღება ყველა საქმეზე თანაბრად გაანაწილოს. მუშაობს რუსთავი 2-ში clamper-ად , წერს ლექსებს და იღებს სახალისო ვიდეოებს.

 

მონაწილეობა აქვს მიღებული რუსთავი 2 - ის კიდევ ერთ პროექტ „გააცინე და მოიგეში“, სადაც მან ჟიურის წევრებიც გააცინა და თანხაც მოიგო. არის აქტიური და კომუნიკაბელური, სწორედ ამიტომ აიყვანეს ბავშვთა გასართობ ცენტრ „neverlend“- ში ანიმატორად. 

 

დამწყებ მსახიობს მეგობრები დადებითად აფასებენ . facebook - ში დაახლოებით 5000-დე მეგობრის გახალისებას თავისი სიმბოლური სმაილებით ადვილად ახერხებს.მისი ლექსები და ვიდეოები დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ცხოვრებაშიც ყოველთვის ცდილობს ადამიანები გაამხიარულოს და პოზიტიურ განწყობაზე დააყენოს.

 

ტამანგო თვლის, რომ თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ახლა იწყება. მისი მიზანია მოხვდეს შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტში. გეგმავს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებას. ცდილობს მიზანს- გახდეს დიდი მსახიობი- ნელ-ნელა მიაღწიოს.

 

მანამდე კი ყველას გვისურვებს: „იხარეთ და იბედნიერეთ ყველა პლანეტასთან ერთად“.

 

ნინა ბარნოვა, სპეციალურად "ნიუსვოისისთვის", ტვ "აფხაზეთის ხმა".

nina-barnova.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !