მორიგი სიახლე მაგთის IP ტელევიზიის შესახებ

Image

20 თებერვლიდან მაგთიკომი IP ტელევიზიის მომხმარებლებს ორ სიახლეს სთავაზობს: ახალ მიმღებ მოწყობილობას (set top box) გამარტივებული ინტერფეისითდა განახლებულ კონტენტს - 250-მდე რეიტინგულ არხს.

 

მაგთიკომმა IP ტელევიზიის შეთავაზება 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო, სამომავლო გეგმები დააანონსა და დასახული მიზნების განხორციელებას შეუდგა. მთავარი პრიორიტეტი IP ტელევიზიის მომხმარებლების ინტერესების შესწავლა და მათი დაკმაყოფილება იყო. 

 

მაგთიკომმა მთლიანად შეცვალა IP ტელევიზიის პლატფორმა და მომხმარებლებს უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მოწყობილობები - სეტ-ტოპ ბოქსები შესთავაზა. 2017 წლის 20 თებერვლიდან კი მიმღები მოწყობილობების ინტერფეისი მაქსიმალურად მიუახლოვა მომხმარებლების მოთხოვნებს. 

 

20 თებერვლიდან მაგთის IP ტელევიზიის მართვის მენიუს სრულიად ახალი იერსახე მიეცა. ძიების, გადართვის, გადახვევის და დაპაუზების ფუნქციების გამოყენება გაცილებით მარტივი, მოქნილი და მოსახერხებელი გახდა.

 

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ისე გაგვემარტივებინა ინტერფეისი, რომ მომხმარებელს ზედმეტი ძალისხმევა არ დასჭირვებოდა და არც დრო დაეკარგა ახალთან შესაგუებლად. ეს მიზანი მიღწეულია. უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიმღები მოწყობილობის ინტერფეისი 20 თებერვლიდან ახლებური იერსახით არის წარმოდგენილი. 

 

მიმღები მოწყობილობა მარტივი ვიზუალის გარდა, მოსახერხებელი ფუნქციონალითაც გამოირჩევა. გამარტივებული ნავიგაცია, გადართვის მკვეთრად გაზრდილი სიჩქარე, გადახვევის მნიშვნელოვნად გაზრდილი ვადები - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გამარტივდა“, - აცხადებენ მაგთიკომში.

 

განახლებული კონტენტი - 250-მდე რეიტინგული არხიმნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კონტენტის მხრივაც. მაგთიკომმა შეარჩია როგორც ქართული, ისე უცხოური მაღალრეიტინგული კინო, სპორტული, შემეცნებითი, საინფორმაციო, საბავშვო, გასართობი თუ სხვა თემატიკის არხები. 

 

20 თებერვლიდან მაგთის IP ტელევიზია მომხმარებლებს 51 ახალ, რეიტინგულ არხს სთავაზობსდა ჯამში მათ 250-მდე არხის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. „ინტერფეისის დახვეწას და არხების რაოდენობის ზრდას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამიტომ ამ პროცესზე მუშაობა მუდმივად გრძელდება”, - აცხადებენ მაგთიკომში.

 

WiFi როუტერი

 

კიდევ ერთი სიახლე - ინტერნეტისა და IP ტელევიზიის ჩართვისას მაგთიკომი მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს WiFi როუტერს, რაც სახლში ინტერნეტსიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !