თეა თუთბერიძემ ახსნა, რა შემთხვევაში არ იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი

Image

უფლებადამცველი თეა თუთბერიძე მოვლენათა შესაძლო განვითარების ისეთ ვერსიაზე წერს, რა შემთხვევაშიც, შესაძლოა, ის დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არც ყოფილიყო.

მისი თქმით, გული წყდება, რომ ადამიანებმა, რომლებისგანაც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ბრძოლა ისწავლა, იმედები გაუცრუეს.

 

"2008 ან 2009 წელს მაინც, გიგა რომ წასულიყო სააკაშვილის ხელისუფლებიდან, შეექმნა ახალი ლიბერალური ღირებულებების პროდასავლური კარგი პარტია (რისი რესურსიც მას გააჩნდა), ამდგარიყო და დაეწყო კრიტიკა სააკაშვილის ხელისუფლების, დაწყებული რეფორმების შეჩერების და ფასადურ რეფორმებად ქცევიდან, დამთავრებული სასამართლო ხელისუფლების კონტროლით და მოეთხოვა რეფორმების გაგრძელება, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და უამრავი სხვა რამ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდა სახელმწიფოს მშენებლობისთვის იმ გზაზე, მე დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი არ ვიქნებოდი!

 

სავარაუდოდ, ის ნაგავიც დაიწმინდებოდა და ჩაიძირებოდა, მაშინდელ ოპოზიციაში რაც ტივტივებდა და ქვეყნის განვითარებაც გაგრძელდებოდა თანდათან.

 

მაგრამ ამის ნაცვლად რა გზა აირჩია? სამწუხაროდ ძალიან არასწორი და დამაზიანებელი როგორც საკუთარი თავისთვის და პოლიტიკური კარიერისთვის, ასევე ქვეყნისთვის (გაცნობიერებულად მოხდა ეს, თუ გაუცნობიერებლად, ეს ასეა რეალურად ისევ და ისევ სამწუხაროდ).

 

მეგობრებო, თუ თვლიდით, რომ მიშა დიქტატორად იქცა, აღარ გისმენდათ, თქვენ მოსაზრებებს აღარ იზიარებდა და ა.შ., ამდგარიყავით და დაგეწყოთ პოლიტიკურად სწორი გზით ბრძოლა და არა ზურგს უკან სამარის გათხრა, მისი მოშორებისთვის ბრძოლა ფარულად, ჭორების გავრცელების ხელშეწყობა, თუ გავრცელება, მოსმენები და მისი საუბრების ჩანაწერების გამოგდება-გავრცელება (2010 წლის იმიტირებული ქრონიკის ამბავზე ერთ-ერთი მაგალითად, სააკაშვილი-არველაძის, ასევე არველაძე-წამალაშვილის სატელეფონო საუბრები) და ათასი საზიზღრობა, იმ ადამიანებზე, ვინც მისი ბოლომდე ერთგული რჩებოდა.

 

თუნდაც ის, რომ თურმე ახალაიამ სპეცრაზმელები აწამა და მერე მიწაში ჩამარხა და ა.შ. და ა.შ. ამ ჭორების პარტიის შიგნით თუ გარეთ გავრცელება (რა ნაწამები, მკვდრები და ჩამარხულებიც იყვნენ ის სპეცრაზმელები, კარგად გამოჩნდა ე.წ. წამებიდან და დამარხვიდან 2 დღეში ანტალიაში გადაღებულ ფოტოებზე და სასამართლოზე კიდევ).

 

რაში გჭირდებოდათ მეგობრებო ეს ყველაფერი, ან დღეს რასაც აკეთებთ ეგ რაში გჭირდებათ, ვის ებრძვით, რას ებრძვით, პუტინის ოლიგარქის არაფორმალური მმართველობის გადამკიდე მიშასთან ბრძოლა გაგიხდათ პრიორიტეტი?

 

ძალიან სირცხვილია მეგობრებო, ძალიან ტეხავს. მსგავი რამეს ვერასოდეს წარმოვიდგენდი თქვენგან. ვერც იმას ვერასოდეს წარმოვიდვენდი ზურგსუკან კი არა, რასაც დღეს ღიად და დაუფარავად ჩადიხართ უკვე.

 

მე თქვენგან ვსწავლობდი, თქვენთან ურთიერთობის პერიოდმა ჩამომიყალიბა სწორი ღირებულებები და პრინციპები მნიშვნელოვანი თემების ირგვლივ, თქვენგან ვწავლობდი დემოკრატიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ლიბერალური ღირებულებების დანერგვისთვის ბრძოლას და უამრავ რამეს.

 

ზოგჯერ ძალიან მიჭირს დავწერო რამე, ზოგჯერ თავს ვიკავებ, ზოგჯერ ვეღარც ვიკავებ და საშინლად მოქმედებს ეს ყველაფერი რასაც დღეს ვუყურებ.

 

უჭკუოები რომ ყოფილიყავით და გაუნათლებლები ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილის მსგავსად, მაშინ არც გასაკვირი იქნებოდა და არც გულდასაწყვეტი, მაგრამ რომ არ ხართ (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა), სწორედ ეგაა მიზეზი, რომ ვერ გპატიობთ ამ ყველაფერს, მაშინ როცა შეიძლებოდა ყველაფერი აბსოლუტურად სხვაგვარად ყოფილიყო!", - წერს თეა თუთბერიძე. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !